დღეს გადავხედეთ საქაღალდეებს, შევამოწმეთ რაიმე ხომ არ გვქონდა გამორჩენილი, რის შემდეგაც მოვუსმინეთ და გავეცანით კოლეგების პრეზენტაციებს. ავტვირთეთ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე ჩვენი ნამუშევრები. ამით დავასრულეთ "ინტელის სასწავლო კურსზე" მუშაობა!
დიდი მადლობა მაიკოს ყველაფრისთვის!
მომავალ შეხვედრამდე!!!
პროექტებით სწავლება
Monday, September 29, 2014
Friday, September 26, 2014
მე-8 დღე
დღეს ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო გეგმაზე. მასში შევიტანეთ დიფერენცირებული სწავლებისთვის საჭირო შეფასებები, საბაზისო უნარ-ჩვევები, ტექნიკურ- მატერიალური ბაზა და სხვა რესურსები. ასევე საკუთარ ბლოგზე დავამატეთ ახალი ჩარჩო "სასარგებლო ბმულები". იმედია ამ ყველაფერს გამოვიყენებთ ჩვენი პროექტისთვის.
Tuesday, September 23, 2014
დღე მე-7
დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს: კერძოდ, მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკას, მასწავლებლის შეფასებას და კოლაბორაციულ(ჯგუფური) შეფასებას.
Friday, September 19, 2014
დღე 6
ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, კერძოდ შევქმენით ელოქტრონული გაზეთი და დავასრულეთ მე-5 დღის მასალა. დრაივზე ატვირთული პრეზენტაცია გამოვაქვეყნეთ ბლოგზე ემბედე კოდის გამოყენებით.
Wednesday, September 17, 2014
დღე მე-5
დღეს დავასრულეთ პროექტის პრეზენტაცია;ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე; როგორ ხდება ინტერნეტიდან ლინკის გადმოწერა და და დრაივში, იგივე სეიფში, ინფორმაციის შენახვა
Subscribe to:
Posts (Atom)